2026 წლის 21 ივლისს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,
მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე
გაიმართება ბიოორგანული ქიმიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ დარეჯან ირემაშვილის
სადისერტაციო ნაშრომის - „მონოსაქარიდების ახალი ტიპის წარმოებულის სინთეზი და მყარი
ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიური მეთოდი“ - საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ლალი ტაბატაძე -
ქიმიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორი;
დავით გვენცაძე
- ტექნიკის აკადემიური დოქტორი.
ნინო გამყრელიძე
- ტექნოლოგიის კადემიური დოქტორი, პროფესორი;
ელიზავეტა ცხაკაია
- ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.
დაცვა საჯაროა და გაიმართება პროფესორ რევაზ აბსავას
სახელობის №418 აუდიტორიაში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, II კორპუსი).
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.
