2026 წლის 16 აპრილს, 13 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მამუკა ნაცვალაძე ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „საქართველო და „ბერძნული პროექტის“ იმპერიული პარადიგმები.“ სამეცნიერო ხელმძღვანელი: ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივი პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები:
დიმიტრი შველიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
კახა კვაშილავა – ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და სადისერტაციო მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში - თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, ასოცირებულ პროფესორს, ია ჯიჭონაიას (ტელ. 577 17 07 93).
