სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტი მაია ხორბალაძის დისერტაციის დაცვა გაიმართება

2026 წლის 19 ივნისს 14:00 საათზე  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მაია ხორბალაძე (სადოქტორო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“) ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ძირ-ფუძეთა სემანტიკის ცვლილება ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის მიხედვით“

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თეიმურაზ გვანცელაძე - ფილოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი;                                                  

ოფიციალური რეცენზენტები: ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;                                                  და სოფიო კეკუა - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარი.                                                  

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში. 


ფოტო გალერეა