სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკა ხანიშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართება

2026 წლის 24 მარტს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ეკა ხანიშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: ოთარ ჩხეიძის ენობრივი ცნობიერების ასპექტები („არტისტული გადატრიალების“, „თეთრი დათვისა“ და „ბერმუდის სამკუთხედის“ მიხედვით)

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თამილა ზვიადაძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: უნუ გელდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.                                                 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

ფოტო გალერეა