სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქმნება ეკო კლუბი -
Green Hub!
თუ გაინტერესებთ გარემოს დაცვა, ეკოლოგიური საკითხები და გსურთ აქტიური მონაწილეობა სასარგებლო ინიციატივებში, შემოუერთდით
"Green Hub-ს"
კლუბის ფარგლებში დაგეგმილია:
ტრენინგები, სემინარები, ვორკშოპები, საჯარო ლექციები, დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები ეკოლოგიურ თემებზე;
დასუფთავების, გამწვანების, ხეების დარგვისა და ნარჩენების დახარისხების კამპანიები;
ენერგიისა და წყლის დაზოგვის ხელშემწყობი გარემოსდაცვითი აქტივობები;
საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საქველმოქმედო და მოხალისეობრივი პროექტები;
უნივერსიტეტისა და სხვა დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
სტუდენტთა მიერ ინიცირებული ეკოლოგიური პროექტების, კვლევების, კონკურსებისა და შემოქმედებითი აქტივობების მხარდაჭერა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/…/1FAIpQLScryzB…/viewform
