სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელზა იმნაძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა გაიმართება

2026 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართება ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ელზა იმნაძის სადისერტაციო ნაშრომის - „კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება უმაღლესი განათლების სფეროში“ - საჯარო დაცვა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ნუგზარ კერესელიძე - ინფორმატიკის აკადემიური დოქტორი, სსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ვალიდა სესაძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს პროფესორი.

 

ოფიციალური რეცეზენტები:

ხათუნა ფუტკარაძე - ინფორმატიკის აკადემიური დოქტორი, სსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

მზია კიკნაძე - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სტუ-ს პროფესორი.

 

დაცვა საჯაროა და გაიმართება პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის №418 აუდიტორიაში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი).

 

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.


ფოტო გალერეა