სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ევროპელ პარტნიორებს უმასპინძლეს

ერაზმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ იაშის უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორები - გაბრიელ-იონუც პლავანი და მირჩა ნიკუშორ ნიკოარა, ასევე თრაკიის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები - ალექსანდროს ევანჯელუ და კირიაკოს სტეფანოპულოსი.

ევროპელ პარტნიორებს შეხვდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე, აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ კვლევით პროექტებზე. 

ფოტო გალერეა