სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდა


2026 წლის 11 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა აბიტურიენტებისთვის ჩაატარა იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკასა და ქიმიაში.

იმიტირებული გამოცდები განხორციელდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მოდელის ანალოგიურად, ნახევრად ელექტრონულ ფორმატში.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასო იყო და მასში ჩართვა ყველა მსურველ აბიტურიენტს შეეძლო.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წინასწარ გაცნობოდნენ გამოცდის ფორმატს, დაეფიქსირებინათ საკუთარი ცოდნა და შეეფასებინათ მომზადების დონე რეალური გამოცდებისთვის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

ფოტო გალერეა