სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული  საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიხსნა

2021 წლის 14  მაისს,  სოხუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლე­ვე­ბისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, ინტერდის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი  ყოველ­წ­ლი­ური  აკადემიური კონფერენციის დღეები  გაიხსნა.  კონფერენცია გახსნა უნი­ვერსიტეტის რე­ქ­ტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის სამეცნიერო საქ­მი­ა­ნობის მთავარ  ორიენტირებსა და პრინციპებზე,  მიზნებსა  და ამო­ცა­ნებზე, სამეცნიერო  საქმიანობის სახეებზე, მის ეფექტურობასა და შეფასების წესებზე. უნივერსიტეტში მიმ­დი­ნარე სამეცნიერო საქმიანობა ეფუძნება ფუნდამენტური ცოდნის ძირითად მონაპოვარს და მეთოდოლოგიურად უზრუნველყოფს   ახალი ცოდნის შექმ­ნი­ს­თ­ვის აუცილებელ პირობებს. უნი­ვერსიტეტის მიზანია შექმნას კვლევითი გარემო, ხელი შეუწყოს კვლევით  ჯგუფებს, მათი კვლევების აღიარებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო  არენაზე.  მომხ­სე­ნე­ბე­ლმა  ხაზი გაუსვა სამეცნიერო საქმიანობაში ახალგა­ზ­რდების ხვედრითი წილის გაზრდის აუცილებლობას: სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საქმიანობის ხელშეწყობას რამ­დე­ნიმე მიმართულებით. ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სადოქტორო პროგრამებსა და  დოქტორანტთა მიერ ჩატარებულ კვლევებს. პროფ. ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარული კონ­ფე­რე­ნ­ცია გახსნილად გამოაცხდა და ფაკულტეტებზე დარგობრივი კონფერენციების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ნინო თოფურიძე, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის მხრიდან სამეცნიერო კვლევებისა და სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციებისა და  მეცნიერების პოპულარიზაციის  მხარ­და­ჭე­რის პროგრამებზე.

პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა კონფერენციის მონაწილეებს რუსთაველის ეროვ­ნუ­ლი სამეცნიერო ფონდის  პროექტის ფარგლებში შექმნილი კვლევა „აფხაზეთი საქართველოა“ - წარუდგინა. ნაშრომში ასახულია აფხაზეთის პოლიტიკური და კულტურული  ცხოვრების ისტორია დასაბამიდან 1991 წლამდე. ნაშრომში განსაკუთრეული  ყურადღება ეთმობა ე.­წ. „სადავო საკითხებს“, რომელთა ირგვლივაც არ წყდება ფსევდომეცნიერული „სპე­კუ­ლა­ციები“.  

სამეცნიერო თვალსაზრისით, როგორი იყო 2020 წელი სსუ-ს ფაკულტეტებისთვის, შეძლეს თუ არა პანდემიის საფუძველზე არსებული გამოწვევების დაძლევა, რა პერს­პე­ქ­ტივები და გეგმები აქვთ ფაკულტეტებს  საუნივერსიტეტო ინტერდისციპ­ლინ­ა­რუ­ლი  დარ­გო­ბრივი კონფერენციების ფარგლებში ? ამ და სხვა თემებზე ისაუბრეს სსუ ფაკუ­ლ­ტეტების დეკანებმა:   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექ­ნო­ლო­გიებისა და ფარ­მა­ციის  ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ.  ნესტან კეკელიამ,  ბიზნესისა და სო­ციალურ მე­ც­ნი­ერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ.  ირმა დიხამინჯიამ,  განათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ.  თამარ შინჯიაშვილმა,  ჰუმანი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მერაბ ნაჭყებიამ,  სამართლისა და დიპ­ლო­მატიის ფა­კუ­ლ­ტეტის დეკანმა, პროფ. მერაბ გვარამიამ. თითოეულმა მათგანმა დეტალურად ისაუბრა გასული, 2020 წლის პანდემიის გამოწვევებზე და  ფაკულტეტების მიერ გატა­რე­ბულ ღონის­ძი­ე­ბებზე სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურობის შენარჩუნებასა და  2021 წლისთვის დაგეგმილ  სამეცნიერო საქმიანობაზე.

პანდემიისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერ­სო­ნალმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი სერიოზული კვლევა აფხაზური ენის ეკოლინგვისტური ანალიზი“ - დაასრულა. პროექტის მიზნებისა და  შინაარსის  შესახებ ისაუბრა  პროექტის ხელმძღვანელმა პრო­ფე­სორმა  თეიმურაზ გვანცელაძემ.

მოხსენებების შემდეგ გაიმართულ  დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სასწავლო პრო­ცე­სის მა­რ­თ­ვის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. მარიამ მირესაშვილი, საზოგადოებასთან ურთ­იერთობების სამ­სა­ხურის უფროსი, ასოც. პროფ. კახა კვაშილავა, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. იზოლდა ბუ­ხუ­ლე­იშვილი,  ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მე­ც­ნიე­რებათა ფაკულტეტის დეკანის მოა­დ­გი­ლე ნინო მაშია.

საუნივერსიტეტო აკადემიური კონფერენციების დღეების ფარგლებში ჩატარებული პირველი კონფერენციის მუშაობა შეაჯამა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დე­პა­რ­ტა­მენტის უფროსმა, ასოც. პროფ.  ლია ახალაძემ, რომელმაც ისაუბრა აკადემიური პერსონალის კვლევითი შესაძლებლობების განვითარებაზე, უნივერსიტეტში კვლევითი გარემოს ხელშეწყობასა და სამეცნიერო საქმიანობის  ორგანიზებისა და მართვის წესებზე.

 

 

ინტერდისციპლინარული ყოველწლიური აკადემიური კონფერენცია (პროგრამა)

                                                                                                                                                                                                                                                
ლია ახალაძე,
ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

ფოტო გალერეა