სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იოსებ გიოშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება

განცხადება

 

2026 წლის 10 ივლისს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ბიოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართება მიკრობიოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ იოსებ გიოშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „საქართველოს ზოგიერთი ტიპის ნიადაგში აზოტის ფიქსაციისა და ემისიის თავისებურებანი“ - საჯარო დაცვა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ზაურ ლომთათიძე - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ილია გოროზია - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

ოფიციალური რეცეზენტები:

რივა ლიპარტელიანი - აგროქიმიის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკა-ქიმიური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეციერ თანამშრომელი;

ნინო ხურცილავა - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების მთავარი სპეციალისტი.

 

დაცვა საჯაროა და გაიმართება პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის №418 აუდიტორიაში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი).

 

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ფოტო გალერეა