მიმდინარე წლის 23 და 25 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდა ფეხტას კვლევითი უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერ-თანამშრომელი, სამართლის დოქტორი, კრიმინოლოგი ოლგა ზიგმუნტი. დოქტორი ოლგა ზიგმუნტი შეხვდა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანს პროფ. ვეფხვია გვარამიას. განხილული იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები.
25 სექტემბერს დოქტორმა ოლგა ზიგმუნტმა სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექციები შემდეგ საკითხებზე: 1. Crime and Crime Statistics / დანაშაული და დანაშაულის სტატისტიკა; 2. Juvenile Delinquency / არასრულწლოვანთა დელინკვენტობა; 3.Juvenile Delinquency and Nativity Status in Urban Areas / არასრულწლოვანთა დელინკვენტობა და წარმოშობის სტატუსი ურბანულ (საქალაქო) დასახლებებში.
ლექციების მსვლელობის დროს დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სტუდენტები. დოქტორმა ოლგა ზიგმუნტმა ხაზი გაუსვა მსგავსი საკითხების შესწავლით მომავალი იურისტების დაინტერესების მნიშვნელობას.
