სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, რომელიც ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ინგრიდა ლავრენცემ დაათვალიერა.

საპატიო სტუმარს უნივერსიტეტის რექტორმა,პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, ინდირა ძაგანიამ უმასპინძლეს.

-"ჩვენი ქვეყნების და ჩვენი უნივერსიტეტის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტის განახლებულ ბიბლიოთეკაში არსებობს ლატვიის კუთხე, ხოლო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე რა ხანია გვაქვს ლატვიის აუდიტორია" - განაცხადა რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

შეხვედრის დროს ელჩმა ისაუბრა ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებზე, დაისახა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გეგმები.

 

ფოტო გალერეა