სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან-სან-კანის შიდა ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მან-სან-კანის შიდა ჩემპიონატის ნახევარფინალი, სადაც ერთმანეთს სკეჩებითა და იუმორისტული ნომრებით დაუპირისპირდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდები.

ნახევარფინალს აფასებდა პროფესიონალი ჟიური:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი და ყოფილი მანსანკანელი - ქალბატონი თეა ჯუღელი;

უნივერსიტეტის პირველიმანი-სანისგუნდის რეჟისორი და გადაცემასპორტ შოუსავტორი - მიხეილ აბრამიშვილი;

სოხუმის უნივერსიტეტის მანსანკანის პირველი გუნდის კაპიტანი და კინო გახმოვანების ცნობილი სპეციალისტი - ლაშა ბახტაძე;

სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - გიორგი კუპატაძე.

შიდა ჩემპიონატის ორგანიზება უზრუნველყვეს უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის რეჟისორმა - თენგიზ შუკაკიძემ და გუნდისოხუმარებისწევრებმა.

ცნობილია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისოხუმარებიწარმატებით ასპარეზობს საქართველოს მან-სან-კანის ჩემპიონატქართულ ლიგაში“, რამაც უნივერსიტეტში შიდა თამაშებზე ინტერესი განსაკუთრებით გაზარდა.

შიდა ჩემპიონატი სამ ტურად ტარდება. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და გარდამავალი თასი ელოდებათ.

წარმატებებს ვუსურვებთ ნახევარფინალის ყველა მონაწილეს

ფოტო გალერეა