სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მცხოვრები, ცნობილი ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მცხოვრები, ცნობილი ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის ნახატების გამოფენა გაიმართა. 

        ახალმა პროექტმა, რომელსაც მხატვარმააღორძინებადაარქვა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიუძღვნა, სიმბოლურად, სტარტი სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აიღო. 

        გამოფენას ესწრებოდნენ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, რომელმაც თავის სიტყვაში განსაკუთრებული შეფასება მისცა მხატვრის შემოქმედებას, ასევე ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. 

        გამოფენა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ, გამოფენის ორგანიზატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი ინდირა ძაგანია და თავად მხატვარი ლევან მოსიაშვილი, რომელმაც გარდა თავის შემოქმედებითი საქმიანობისა, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულად წარდგენილ პროექტზე ,,აღორძინება’’, რომელიც მან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიუძღვნა. 

        როგორც ლევანმა განაცხადა : ,,ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია, კულტურა, თანაცხოვრების დიდი სიბრძნე და მთავარი: ჩვენი საერთო სამშობლო. მე მიყვარს აფხაზეთი და სწორედ ეს სიყვარული ავღწერე ფუნჯებით’’- განაცხადა მხატვარმა. ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნახატები გამოფენილია პრაღის ნაციონალურ მუზეუმში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში (ვაშინგტონში), მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორატში, საფრანგეთის არაერთი ქალაქის მერიასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაში, ფრანგულ კუნძულებზეც (რეუნიონი, ტაიტი), ასევე ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კერძო კოლექციებში ინახება. 1998 წლიდან დღემდე ხელოვანი 100-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორია და არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე, საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული.

ფოტო გალერეა