სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

            სასწავლო წლის დასასრულს, 2025 წლის 13 ივნისს,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტე­ტში სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აქტიური ჩართუ­ლო­­ბით სტუდენტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა დაჯილ­დო­ვე­ბის სა­ზე­ი­მო ცერემონიალი გაიმართა.  საზეიმო ღონისძიება გახსნა და სტუდენტებს წარმატებული სა­მე­ც­ნიერო აქტივობა მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ და აფ­ხა­ზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პროფ. ჯემალ გამახარიამ. სტუდენტთა საზეიმო და­ჯი­ლდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. დავით ჯალაღონია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. მარინა ტურავა, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამარ შინჯიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. მაკა კაჭარავა,  ფაკულტეტების პროფესორები და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლები  ღონისძიებას უძღვებოდა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი,  პროფ. ლია ახალაძე.

         საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  საქართველოს უნივერ­სი­ტე­ტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის, შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლის   სხვადასხა დარგობრივი მიმართულების 85 სტუდენტი დაჯილდოვდა. 

ფოტო გალერეა