სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „ჟამთააღმწერელი 2020“ გაიმართა

2020 წლის 3, 4 და 6 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინიციატივით მაგის­ტ­რა­ნტთა და სტუდენტთა ტრა­დი­ცი­უ­ლი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია  „ჟამ­თა­­აღმწერელი 2020“  მეექვსედ  გაიმართა. სოხუმის სახელმწიფო უნივე­რ­სი­ტე­ტის სტუ­დე­ნ­ტე­ბთან ერთად  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ კავკასიის უნი­ვე­რ­სი­ტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქა­რ­თ­ვე­ლოს საპა­ტ­რი­ა­რ­ქოს წმი­ნ­და ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები. 

კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც სამეცნიერო კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტში ამ თვალსაზრისით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. კონ­ფე­რე­ნციის მონაწილე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მიესალმნენ: ად­მი­ნი­ს­ტ­რაციის ხე­ლმძღვანელი,  ასოც. პროფ. ნინო თოფურიძე, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, სამეცნიერო კვლევებისა და გა­ნ­ვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოც. პროფ. ლია ახალაძე, განა­თ­ლების მეც­ნი­ე­რებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი, საზო­გა­დო­ე­ბასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. კახა კვაშილავა, კავკასიის უნი­ვერსიტეტის პროფესორი გურანდა ჭელიძე, ევროპის უნივერსიტეტის პრო­ფე­სორი თამარ ფხალაძე, სსუ ასოც. პროფესორი იზოლდა ბუხულეიშვილი. სტუდენტები: სალომე გოგია, თინათინ კოდუა და ქეთევან ბაღდავაძე.

სამი დღის მანძილზე, პლენარულ, ისტორიისა და სა­ზო­გა­დო­ე­ბრივი მეცნიერებებისა და განათლების მეცნიერებებათა სექციებზე ოთხი უნივერსიტეტის  31 სტუდენტის  28 მო­ხს­ე­ნება  იქნა მოსმენილი. მოხენებათა დიდი ნაწილი ინტერდი­ს­ციპ­ლი­ნარულ კვლევებს მიე­კუ­თ­ვნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია ონ­ლაინ რეჟიმში Zoom -ის პლა­ტ­ფო­რ­მა­ზე გაი­მართა,  სტუდენტთა  ინტერესმა, წარმოედგინათ  საკუთარი დაკვირვებები, მოესმინათ მეგობ­რე­ბი­ს­თვის ან ჩართულიყვნენ დისკუსიაში, მოლოდინს გადააჭარბა.  შემა­ჯა­მე­ბელ სხდო­­მა­ზე გადაწყდა წარმოდგენილი მოხსენებების საუკეთესო ნაწილი, მეცნიერ - ხელმ­ძ­ღ­ვა­ნელთა შესაბამისი რეცენზირების შე­მ­დეგ,  დაი­ბე­ჭ­დოს სტუდე­ნტურ კრებულში და განთავსდეს უნი­ვერსიტეტის ვებ-გვერდზე.

კონფერენციის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა კავკასიის უნივერსიტეტის პრო­ფე­სო­რმა გურანდა ჭელიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანამ­შ­რო­მ­ლო­ბი­ს­თვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ზრდის სტუდენტთა მოტივაციას, როგორც სასწავლო პროცესში ჩართულობის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების ჩა­მო­ყა­ლიბების თვალსაზრისით. თავის მხრივ,  უნივერსიტეტის რექტორმა და სამეცნიერო კვლე­ვე­ბისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის მონაწილე უნი­ვე­რ­სი­ტეტებს, სტუდენტებსა და  მათ მეცნიერ-ხელმძღვანელებს, მთელი მსო­ფ­ლიოს წი­ნა­შე არნახული გამოწვევების ვითარებაში, აქტიური სამეცნიერო ჩართულობისა და მოტივაციისთვის.

კონფერენციის ორგანიზატორები: სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი,  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მულტიკულტურული განათ­ლე­ბი­სა და კულტურის კვლევების ცენტრი.  

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

ფოტო გალერეა