2025 წლის 27 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ვიდეო ქეისებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს ეხებოდა. პრეზენტაცია წარადგინა კვლევაზე დაფუძნებულმა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სტარტაპმა Carambole U Universe, რომელიც ქმნის სასწავლო ვიდეო ქეისებს უნივერსიტეტებისა და აკადემიური წრეებისთვის. პროექტის გუნდში შედიან მკვლევრები ისრაელიდან, საქართველოდან და გაერთიანებული სამეფოდან.
Carambole
U ავითარებს ევდაიმონურ მეწარმეობის განათლების ახალ კონცეფციას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პიროვნების ავთენტურ განვითარებაზე, ინდივიდუალურ ზრდაზე და იმ შინაგან ენერგიაზე, რომელსაც ყოველდღიური მეწარმეობრივი „ლიმონების“ - მცირე, მაგრამ რეალური გამოწვევების - დაძლევა აძლევს ადამიანს. ინიციატივა დაფუძნებულია ევდაიმონური („ლიმონათის“) კეთილდღეობის კვლევებზე, რომლებიც მიღებულია იმ მეწარმეთა რეალური გამოცდილებიდან, რომლებმაც წარმატებით გადალახეს კრიზისები.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს გილ ლავის (ისარელი) ქეისი - საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი 3D წარმოების ინდუსტრიაში. მაგალითი რთულ სიტუაციას ასახავდა, რომელიც დაკავშირებული იყო მაღალტექნოლოგიურ ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის მოლაპარაკების პროცესთან. დისკუსია მოდერაციას უწევდა ვოლოდია შეღოლევი (ისრაელი),
Carambole U Universe-ის კვლევითი პროექტის ინიციატორი.
Carambole
U Universe-ის ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა ისრაელ - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით. ამავე ჩარჩოში პირველი საგანმანათლებლო, კულტურათაშორისი ღონისძიება 2025
წლის 20 ნოემბერს იერუსალიმში, აზრიელის საინჟინრო სასწავლებელში გაიმართა.
