2026 წლის 11 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი
ევროპას“ საგრანტო
ოფისის ორგანიზებით საინფორმაციო დღე გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო აკადემიური
და სამეცნიერო პერსონალისთვის ევროპული კვლევითი და საგრანტო შესაძლებლობების გაცნობა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორმა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია
ახალაძემ. შეხვედრას მოდერაციას უწევდა „ჰორიზონტი ევროპას“ საგრანტო ოფისის კოორდინატორი,
ასისტენტ-პროფესორი ვიკა ქარდავა.
„ჰორიზონტი ევროპას“ მე-5 და მე-6 კლასტერების ეროვნულმა საკონტაქტო
პირმა, მაკა ჟორჟოლიანმა, წარადგინა პრეზენტაცია მე-6 კლასტერის - „სურსათი, ბიოეკონომიკა,
ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო“ - შესახებ. მან მონაწილეებს გააცნო
კლასტერის თემატური მიმართულებები და შესაბამისი საგრანტო შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პარტნიორების
მოძიებაზე, კვლევით კონსორციუმებში ჩართვასა და საპროექტო იდეების განვითარებაზე. ღონისძიება
კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
საინფორმაციო დღე ემსახურებოდა უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი
თანამშრომლობის გაძლიერებასა და „ჰორიზონტი ევროპას“ კონკურსებში აკადემიური პერსონალის
მონაწილეობის ხელშეწყობას.
