თუ გსურს, შენი ცოდნით ხელი შეუწყო ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენას და
შერიგებას და საერთო ღირებულებების უკეთ წარმოჩენას, ეს პროგრამა შენთვისაა!
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს უნიკალურ საბაკალავრო პროგრამას - „ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა“.
პროგრამა შესაძლებლობას გაძლევს, საფუძვლიანად შეისწავლო ქართული ენა და ლიტერატურა, დაეუფლო აფხაზური ენის საფუძვლებს და გაეცნო აფხაზური ლიტერატურის, ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვან საკითხებს.
რატომ უნდა აირჩიო ეს პროგრამა?
·
მიიღებ განათლებას სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გამორჩეული ქართველოლოგიური სკოლის კვალიფიციური პროფესორებისგან;
·
საფუძვლიანად შეისწავლი ქართულ და აფხაზურ
ენათმეცნიერებას, ლიტერატურასა და ზეპირსიტყვიერებას;
·
პრაქტიკულ აფხაზურ ენას დაეუფლები A2 დონეზე -
წერის, კითხვის, საუბრისა და მოსმენის მიმართულებით;
·
განივითარებ ძველი და თანამედროვე ტექსტების
ლინგვისტური და ლიტერატურული ანალიზის უნარებს;
·
გექნება საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში
მონაწილეობის შესაძლებლობა.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს თურქეთში მოქმედ ქართველოლოგიურ ცენტრებთან. პროგრამის სტუდენტებს
შესაძლებლობა აქვთ,
გაცვლითი პროგრამით
სწავლა უცხოურ
უნივერსიტეტშიც გააგრძელონ,
მათ შორის
- სამსუნის უნივერსიტეტში.
პროგრამა სამწლიანია.
სწავლა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება.
პროგრამის წარმატებით
დასრულების შემდეგ
მოგენიჭება ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
სად შეძლებ დასაქმებას?
კურსდამთავრებულს შეუძლია
საქმიანობა:
·
საჯარო,
კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში;
·
კულტურულ
და საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
·
მედიაში,
გამომცემლობებსა და კვლევით ორგანიზაციებში;
·
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებში;
·
ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლაში - მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამისა და კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემდეგ.
კურსდამთავრებულს ასევე
შეუძლია სწავლა
გააგრძელოს მაგისტრატურაში და პროფესიული
განვითარება ფილოლოგიის,
განათლების, კვლევისა
და კულტურის
მიმართულებებით.
შეისწავლე ორი ენა, აღმოაჩინე ორი ლიტერატურული სამყარო და შეიტანე წვლილი ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების გაძლიერებაში.
აირჩიე სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და აფხაზური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა!
#012
