სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ქიმიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
გამოყენებითი მათემატიკის სამაგისტრო პროგრამა - 3 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
მიკრობიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა - 2 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ქიმიური ექსპერტიზის სამაგისტრო პროგრამა - 2 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
გამოყენებითი გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა - 3 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა - 3 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 45 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ისტორიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ისტორიის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა - 10 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამა - 1 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან);
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II სემესტრიდან).
მობილობის პირველ ეტაპზე ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2026 წლის 28 იანვრიდან - 2026 წლის 11 თებერვლის 18.00 საათამდე;
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/
ვიდეო-ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის: https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q
სსპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:
დოკუმენტაციის მიღება - 13 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას № 61; სტუდენტთა რეესტრის (10:00-დან 17:00 საათამდე);
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 18 თებერვალს;
აუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 18-19 თებერვალს;
განსაზღვრულია წარმოსადგენი დოკუმენტების შემდეგი ნუსხა (უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტის პროექტის საგამანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრულია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2026 წლის 09 იანვრის №1.1/1 ბრძანების საფუძველზე დადგენილ ვადებში;
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2026 წლის 20 თებერვლამდე.
