სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს გარე მობილობას 32 საგანმანათლებლო პროგრამაზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის


მობილობის პირველ ეტაპზე ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის  მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია  2026 წლის 24 აგვისტოდან  - 2026 წლის 8 სექტემბრის 18.00 საათამდე;           

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/

ვიდეო-ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის: https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q

სსპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:

დოკუმენტაციის მიღება - 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე  (შაბათ-კვირის გარდა) მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას № 61; სტუდენტთა რეესტრის (10:00-დან 17:00 საათამდე);

უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება  - 16 და 17 სექტემბერს;

აუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  - 18 და 19 სექტემბერს; 

განსაზღვრულია წარმოსადგენი დოკუმენტების  შემდეგი ნუსხა (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა)  განცხადება;

ბ)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;

გ)  პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო  მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე)  სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი; 

ვ)  სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა.


დანართი

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.   ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 35 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

2.   ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

3.   საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

4.   პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

5.   ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 30 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

6.    სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

7.     ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

8.    ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

9.     მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი ;

10.    კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი ;

11.    ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;

12.    ქიმიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;

13.    ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;

14.    გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;

15.    ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

16.    ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

17.    ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

18.    გამოყენებითი მათემატიკის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 2 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

19.    მიკრობიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 3 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

20.    ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში)  - 3 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

21.    გამოყენებითი მათემატიკის სადოქტორო პროგრამა - 1 ადგილი;

22.    ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამა - 2 ადგილი;

23.    სამართლის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში)  - 50 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

24.    სამართლის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში)  - 3 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);

25.    ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;

26.    ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;

27.    გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი;

28.    ისტორიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;

29.    რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი;

30.    აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი;

31.    საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამა - 3 ადგილი;

32.    ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 20 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან).


                                                                                                  


 



 

ფოტო გალერეა