სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2026–2027 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2026–2027 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე.

გაეცანით სამაგისტრო პროგრამებს, მისანიჭებელ კვალიფიკაციებს, მიღების წინაპირობებს, ადგილების რაოდენობასა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს.


სამკურნალო მცენარეები და მათი წარმოება

Medicinal Plants and Their Production

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგიის მაგისტრი / Master of Medicinal Plant Production Technology

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგიაში / Research Master in Medicinal Plant Production Technology

ადგილების რაოდენობა: 5

მიღების წინაპირობები:

  • ბაკალავრის ხარისხი;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


მეცხოველეობა

Animal Husbandry

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - მეცხოველეობის მაგისტრი / Master of Animal Husbandry

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი მეცხოველეობაში / Research Master in Animal Husbandry

ადგილების რაოდენობა: 5

მიღების წინაპირობები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • 0831 - მეთევზეობა;

  • 0841 - ვეტერინარია;

  • 0849 - ვეტერინარია - არაკლასიფიცირებული;

  • 0811 - მემცენარეობა და მეცხოველობა;

  • 0511 - ბიოლოგია;

  • 0721 - სურსათის გადამუშავება.

ასევე საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


აგრარული ტექნოლოგიები

Agricultural Technology

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - აგრონომიის მაგისტრი / Master of Agronomy

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი აგრონომიაში / Research Master in Agronomy

ადგილების რაოდენობა: 15

მიღების წინაპირობები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • 0811 - მემცენარეობა და მეცხოველება;

  • 0819 - სოფლის მეურნეობა - არაკლასიფიცირებული;

  • 0821 - მეტყევეობა;

  • 0511 - ბიოლოგია;

  • 0521 - გარემოსმცოდნეობა;

  • 0721 - სურსათის გადამუშავება.

ასევე საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია

Agricultural Hydro-Melioration

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის მაგისტრი / Master of Agricultural Hydro-Melioration

მეორე ნაწილი - სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის კვლევის მაგისტრი / Research Master of Agricultural Hydro-Melioration

ადგილების რაოდენობა: 5

მიღების წინაპირობები:

  • ბაკალავრის ხარისხი;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


აგრობიზნესის მენეჯმენტი

Agribusiness Management

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში / Master of Agribusiness Management

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი აგრობიზნესის მენეჯმენტში / Research Master of Agribusiness Management

ადგილების რაოდენობა: 15

მიღების წინაპირობები:

  • ბაკალავრის ხარისხი;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


სასურსათო ტექნოლოგია

Food Technology

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

მაგისტრი სურსათის ტექნოლოგიაში / Master Food Technology

ადგილების რაოდენობა: 15

მიღების წინაპირობები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • 0511 - ბიოლოგია;

  • 0512 - ბიოქიმია;

  • 0711 - ქიმიური ინჟინერია და პროცესები;

  • 0714 - ელექტრონიკა და ავტომატიზაცია;

  • 0721 - სურსათის გადამუშავება;

  • 0811 - მემცენარეობა და მეცხოველეობა;

  • 0841 - ვეტერინარია.

ასევე საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


სურსათის უვნებლობა

Food Safety

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

სურსათის უვნებლობის მაგისტრი / Master of Food Safety

ადგილების რაოდენობა: 15

მიღების წინაპირობები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • 051 - ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები;

  • 0531 - ქიმია;

  • 071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე;

  • 0721 - სურსათის გადამუშავება;

  • 0811 - მემცენარეობა და მეცხოველობა;

  • 0831 - მეთევზეობა;

  • 0841 - ვეტერინარია;

  • 0888 - ინტერდისციპლინური;

  • 0919 - ჯანდაცვა - არაკლასიფიცირებული;

  • 1021 - საზოგადოებრივი სანიტარია.

ასევე საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


სატყეო საქმე

Forestry

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - სატყეო საქმის მაგისტრი / Master of Forestry

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი სატყეო საქმეში / Research Master in Forestry

ადგილების რაოდენობა: 10

მიღების წინაპირობები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • 082 - მეტყევეობა;

  • 081 - სოფლის მეურნეობა;

  • 051 - ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები
    (დეტალური სფერო - 0511 ბიოლოგია);

  • 052 - გარემო;

  • 061 - ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;

  • 071 - ინჟინერია და საინჟინრო საქმე
    (დეტალური სფერო - 0712 გარემოს დაცვის ტექნოლოგია).

ასევე საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


მევენახეობა და მეღვინეობა

Viticulture and Enology

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი / Master of Viticulture and Enology

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი მევენახეობასა და მეღვინეობაში / Research Master in Viticulture and Enology

ადგილების რაოდენობა: 15

მიღების წინაპირობები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • 0888 - ინტერდისციპლინური - „მევენახეობა და მეღვინეობა“;

  • 051 - ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები;

  • 0521 - გარემოსმცოდნეობა;

  • 0721 - სურსათის გადამუშავება;

  • 0811 - მემცენარეობა და მეცხოველობა;

  • 0812 - მებაღეობა;

  • 0531 - ქიმია.

ასევე საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


მევენახეობა და ენოლოგია - ინგლისურენოვანი პროგრამა

Viticulture and Enology

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი / Master of Viticulture and Enology

მეორე ნაწილი - კვლევის მაგისტრი მევენახეობასა და მეღვინეობაში / Research Master of Viticulture and Enology

ადგილების რაოდენობა: 15

მიღების წინაპირობები:

ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • 0888 - ინტერდისციპლინური - „მევენახეობა და მეღვინეობა“;

  • 051 - ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები;

  • 0521 - გარემოსმცოდნეობა;

  • 0721 - სურსათის გადამუშავება;

  • 0811 - მემცენარეობა და მეცხოველობა;

  • 0812 - მებაღეობა;

  • 0531 - ქიმია.

ასევე საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში ინგლისურ ენაზე.


გარემოსდაცვითი ინჟინერია

Environmental Engineering

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

პირველი ნაწილი - გარემოსდაცვითი ინჟინერიის მაგისტრი / Master of Environmental Engineering

მეორე ნაწილი - გარემოსდაცვითი ინჟინერიის კვლევის მაგისტრი / Research Master of Environmental Engineering

ადგილების რაოდენობა: 5

მიღების წინაპირობები:

  • ბაკალავრის ხარისხი;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები:

  • უცხო ენა - ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული, B2 დონე;

  • გამოცდა სპეციალობაში.


რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია

ელექტრონული რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის სამ კომპონენტში გადალახული აქვთ კომპეტენციის ზღვარი.

კონკურსანტმა რეგისტრაციისას უნდა მიუთითოს/ატვირთოს:

  • გვარი და სახელი ქართულად და ინგლისურად - საპასპორტო მონაცემების შესაბამისად;

  • პირადი ნომერი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

  • ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილი;

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი;

  • 2026 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის - ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, დიპლომის გაცემის ბრძანების მითითებით;

  • გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათის ნომერი/საგნის კომპეტენციის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა;

  • კონკურსანტის მიერ ჩასაბარებელი უცხო ენა - პროგრამის წინაპირობის შესაბამისად;

  • უცხო ენის ცოდნის B2 დონეზე დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  • ორი ფერადი ფოტოსურათი - 3×4;

  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი - ასეთის არსებობის შემთხვევაში; სავალდებულოა ვაჟებისთვის;

  • სასურველი პროგრამის არჩევა და თანხმობის მიცემა - Submit.


უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები

დოკუმენტში მითითებულია შემდეგი სერტიფიკატები:

გერმანული ენა:
Goethe-Zertifikat B2

ინგლისური ენა:
CEFR B2; IELTS - 5; BEC და CELS - Vantage; Cambridge - FCE; Pitman ESOL Intermediate; TOEIC - 541; TOEFL - 500 (paper-based), 173 (computer-based), 61 (internet-based); სერტუსი.

ფრანგული ენა:
Diplôme de Langue Française (DL) (AF); Diplôme d’Etudes en Langue Française DELF/B2 (CIEP).

ყურადღება

კონკურსანტები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ან სერტუსის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდიდან.

საქართველოში აკრედიტირებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი ასევე თავისუფლდება უცხო ენის გამოცდიდან.


დოკუმენტების მატერიალური სახით წარდგენა

მაგისტრატურაში სწავლის მსურველს შეუძლია განცხადებით მიმართოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და საჭირო დოკუმენტაცია მატერიალური სახით წარმოადგინოს:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61
ოთახი №204


2026–2027 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადები

საბუთების მიღება

ელექტრონულად:
24 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით (ელექტრონული რეგისტრაცია ამავე გვერდზე გაიხსნება და ხელმისაწვდომი იქნება 24 აგვისტოს, 12:00 საათიდან.)

მატერიალური სახით:
24 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით
10:00–17:00
სსუ-ს I კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას #61

უცხო ენის გამოცდა

7 სექტემბერი
11:00 საათი
სსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, I სართული

გამოცდის შედეგები:
7 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, არაუგვიანეს 22:00 საათისა.

გასაჩივრება:
8 სექტემბერი, 10:00–15:00

სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა:
8 სექტემბერი, 15:00–18:00
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204

აპელაციის შედეგები:
8 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, არაუგვიანეს 20:00 საათისა.

სპეციალობის გამოცდა

10 სექტემბერი
11:00 საათი
სსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26

სპეციალობის გამოცდის შედეგები:
10 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, არაუგვიანეს 22:00 საათისა.

გასაჩივრება:
11 სექტემბერი, 10:00–15:00

სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა:
11 სექტემბერი, 15:00–18:00
ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204

აპელაციის შედეგები:
11 სექტემბერს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე, არაუგვიანეს 19:00 საათისა.

კონკურსანტთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები, გამოქვეყნდება არაუგვიანეს 13 სექტემბერს.  


ადმინისტრაციული რეგისტრაცია

14–18 სექტემბერი

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარმოდგენასა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.

მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 24 სექტემბრისა.


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები და შესაბამისი ლიტერატურა უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 აგვისტოსი.


შენიშვნა

დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დოკუმენტების შემომტანი/გამომგზავნი პირი.

არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, კონკურსანტი არ დაუშვას გამოცდაზე ან მოხსნას გამოცდიდან.

ფოტო გალერეა