ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო
დარბაზში ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პირველი ეტაპის დასკვნითი
ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტები,
რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში, მათ შორის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
და უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის სტუდენტები
- ნათია მაზანაშვილი და სალომე მიქაძე.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რომეო გალდავა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ
ლაშხი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის
სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ქალაქ თბილისის
მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ
ქარსელაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები
და სტუდენტები.
პროექტი განხორციელდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტის განმახორციელებელია
საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი.
