სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა - სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ოთარ დავითაიამ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა და „სამშვიდობო განათლების კლუბის“ დამფუძნებლებმა - თინათინ ჯუღელმა და ანა ყურუამ, ასევე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულებმა - ლიკა ჩიმჩიურმა და მარიამ ბრეგვაძემ, დემოკრატიის გლობალურ ფორუმზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარადგინეს.
დემოკრატიის გლობალური ფორუმი წარმოადგენს ყოველწლიურ საერთაშორისო პლატფორმას, რომელსაც ორგანიზებას უწევს ევროპის საბჭო. ფორუმი აერთიანებს აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და ახალგაზრდობას მთელი მსოფლიოდან.
ფორუმზე განსახილველი თემები იყო - დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევები, მშვიდობის შენების ინოვაციური მიდგომები და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები.
დემოკრატიის გლობალური ფორუმი ევროპის
საბჭოს შტაბ-ბინაში, სტრასბურგში გაიმართა.
