სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე

2025 წლის 24 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიწვეული იყო ვადიმ ჰეთმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე: „ეკონომიკური ანალიტიკა: არსებული რეალობა და შესაძლო პროგნოზები“.

რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე აუდიტორიას უკრაინულ ენაზე მიესალმა და კონფერენციის მუშაობაში წარმატებები უსურვა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია, ეკონომიკის დოქტორი, მარინე ხუბუა და ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, მადონა გელაშვილი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებთან და მუდმივად მხარს უჭერს მათ მნიშვნელოვან სამეცნიერო და პედაგოგიურ აქტიურობას

იხ. კონფერენციის პროგრამა

ფოტო გალერეა