სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი „აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“-ს პარტნიორია

2020 წლის 28 მარტს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „ეტალონის“ უნიკალური ონლაინ-ინტელექტუალური გადაცემა-თამაში „აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“, მეყსეული შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც თამაშის გამარჯვებულები უნივერსიტეტში დაპატიჟა, სადაც მათ წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ.

 

ფოტო გალერეა