სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეთავაზება უკრაინიდან ლტოლვილ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას უკრაინელ ახალგაზრდათა მხარდაჭერის შესახებ და თანადგომას უცხადებს მოძმე უკრაინელ ხალხს.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინის მოქალაქე ლტოლვილ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, რომლებიც მობილობით გადმოვლენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან სსუ-ში, 2022-2023 სასწავლო წელს სწავლება სრულად დაუფინანსდებათ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.

ფოტო გალერეა