სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საერთაშორისო პარტნიორები

2021 წლის 11 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ ონლაინ-შეხვედრა გამართეს უკრაინის ეროვნულ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორ,  მ. დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეი შევცოვთან. ის არის უკრაინაში ცნობილი ექსპერტი უმაღლესი განათლების სფეროში, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ აკრედიტაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტს, არის სპეციალური განათლებისა და ინკლუზიური განათლების აღიარებული ლიდერი. ბატონმა ანდრიამ საფუძველი ჩაუყარა სპეციალური განათლების ახალ მიმართულებებს – ორთოპედაგოგიკას და ორთოფსიქოლოგიას, გახლავთ შშმ პირთა სისტემური რეაბილიტაციის უკრაინული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.

ბატონი ზურაბი სტუმარს ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე აღმოჩნდა ზოგადად განათლების სფერო უკანასკნელ პერიოდში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, უნივერსიტეტში მოქმედი სამშვიდობო განათლების ცენტრის საქმიანობაზე, მის მიზანზე და ფუნქციებზე; რექტორმა ზ. ხონელიძემ სტუმარს გააცნო საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფცია, მის  მიერ გამოქვეყნებული უახლესი ნაშრომები, სამომავლო განვითარების  პერსპექტივები.

პროფესორმა  ანდრეი შევცოვმა განიხილა  უკრაინის ეროვნულ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიისა  და   მ. დრაგომანოვის სახ. ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიასთან  სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები;  გამოთქვა მოსაზრება უკრაინის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სამშვიდობო განათლების  ცენტრის ერთიანი ქსელის დაფუძნების  შესახებ;  ასევე სტუმრის დიდი ინტერესი გამოიწვია საუნივერსიტეტო დიპლომატიის   კონცეფციამ და დასვა საკითხი უკრაინელი კოლეგებისათვის ამ კუთხით არსებული ცოდნისა და  გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და პროფესორი ანდრეი შევცოვი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის  მიმართულებებზე, ფორმებსა და ფორმატზე.

 

ფოტო გალერეა