სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი მრგვალი  მაგიდა თემაზე: „უმაღლესი განათლება და მდგრადი განვითარების მიზნები: ევროპული გამოცდილება“

2025 წლის 23 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) გაიმართა მრგვალი  მაგიდა თემა­ზე: „უმაღლესი განათლება და მდგრადი განვითარების მიზნები: ევრო­პუ­ლი გამოცდილება“; ღონის­ძიება ჩატარდა სსუ-სა (ხელმძღვანელი ჟან მონეს პროფესორი ლარისა თაკალანძე) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტე­ტის (სტუ) ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის (ხელმძღვანელი პროფესორი, ამავე ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე) ერთობლივი ორგანიზებით.

მრგვალი მაგიდა გახსნა ჟან მონეს პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. მონაწილეებს მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის რექ­ტო­­რი,  პროფე­სორი თეა ჯუღელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,  საქ. მეცნიერე­ბათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ანზორ აბრალავა.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

დუბოვსკაია ტატიანა, Nettle TOC, ბიოპლასტიკის წარმოების სტარტაპი (ნიდერლანდები)  „ბიზნესი და უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის: შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის“ (ონლაინ);

ქუთათელაძე რუსუდან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მ/შ, სტუ - „უსდ-ები და მდგრადი განვითარების მიზნები (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე)“ ;

თაკალანძე ლარისა,  ჟან მონეს პროფესორი, სსუ - „მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკაში გამოყენება უმაღლეს განათლებაში: ევროკავშირის გამოცდილება.“

მოხსენებების შემდეგ გაიმართა ფართო დისკუსია, კითხვა-პა­სუ­­ხი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საუკეთე­სო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ღონისძიების შეჯამების შემდეგ განსახილველი თემის გარშემო გამოიკვეთა გარკვეული შეხედულებები და სამომავლო ხედვა, რომლის თანახმად, მიზანშეწონილია:

       უსდ-ებში მკაფიო პოლიტიკის შემუშავება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ინტეგრაციისთვის;

       უსდ-ებში სტრატეგიულ დოკუმენტებში SDGs იმპლემენტაცია;

       ცნობიერების ამაღლების კამპანიები სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის; 

       მდგრადობის საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესებსა და კურიკულუმებში.

 კერძო სექტორისა და უმაღლესი განათლების თანამშრომლობა SDGs რეალიზაციისთვის.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ სსუ-სა და სტუ-ს აკადემიური პერსონალი, მათ შორის პროფესორები ლელა კოჭლამაზაშვილი, გიორგი ბერულავა, იური პაპასქუა, ასოცირებული პროფესორები გიორგი სულაშვილი (სტუ-ს დეკანის მოადგილე), მარინე ხუბუა (სსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი),  ელისო ლანჩავა, ნინო ქეცბაია (სსუ-ს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი), ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრი მარიამ მოსიძე და სხვ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირე­ბუ­ლი პროფესორი ნინო თოფურიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესო­რი დავით ჯალაღონია. 

ფოტო გალერეა