სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ლორენის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები

2025 წლის 8-12 დეკემბერს ლორენის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომლებიც თსუ-ის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ პერსონალის კვირეულში.


ლორენის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საფრანგეთში, სადაც სამივე საფეხურზე სწავლობს 62000 სტუდენტი და მუშაობს 7000 ადამიანი (მათ შორის - 4000 ლექტორი და მკვლევარი). დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობებს. ლორენის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით  სწავლობს 160 ეროვნების 10000 სტუდენტი. გაფორმებულია Erasmus+ 1400 ხელშეკრულება.


ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ეკონომიკის, ბიზნესის, იურიდიულ, მედიცინის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ინჟინერიის ფაკულტეტებზე როგორც ქალაქ ნანსიში, ასევე ქალაქ მეციში, სადაც პროფ. თეა ჯუღელი და პროფ. ინდირა ძაგანია შეხვდნენ პროფესორებს -  ბიორნ ვალისერს, ეჰსან ჯამშიდპურს, სტეფანი გალერის, ჟან-ფრანსუა პეტინის, ვლადან ბოზილოვიჩს და გაეცნენ ფაკულტეტების სტრუქტურას, მათ საქმიანობას, სამივე საფეხურის პროგრამებს; დაათვალიერეს კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები. პროფ. თეა ჯუღელმა ფრანგ კოლეგებსა და სტუდენტებს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, დღევანდელობა - სტრუქტურა, სასწავლო პროგრამები, საერთაშორისო პროექტები, გაცვლითი პროგრამები და ა.შ. უპასუხა დასმულ კითხვებს.


პროფ. ინდირა ძაგანია შეხვდა საერთაშორისო და ევროპული ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, ქალბატონ ლარისა ალლეს; გაეცნო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას, დეპარტამენტის საქმიანობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას.


ვიზიტის დროს ლორენის უნივერსიტეტთან განხილული იყო უკვე არსებული პროგრამის  გაფართოების, ახალი პროგრამებისა და პროექტების შემუშავების საკითხები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სსუ-ის სტუდენტებისა და თანამშრომლების ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.


სამუშაო ვიზიტი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული მიხეილ ვარბანოვის მიერ.

ფოტო გალერეა