2026 წლის 24 აპრილს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ლალი ციცაგი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ტრავმის ესთეტიკა და ტრავმული მეხსიერების კონცეპტები XX საუკუნის ქალურ ნარატივსა და კინოენაში (ინტერტექსტუალური/ინტერმედიალური კვლევის ცდა).“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: ნანა გაფრინდაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
