სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს – „საუკეთესო ლექსი და საუკეთესო ესე“

კონკურსი მიზნად ისახავს ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების წარმოჩენას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის ყველა მიმართულების სტუდენტებს.

კონკურსში მონაწილეთაგან 3 სტუდენტი დაჯილდოვდეს ფულადი ჯილდოთი: I ადგილი 250 ლარი, II ადგილი 150 ლარი, III ადგილი 100 ლარი.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტების ესეები და ლექსები გამოქვეყნდება გაზეთში „სოხუმის უნივერსიტეტი“.

 

საკონკურსოდ მიიღება ნებისმიერი ჟანრის ლექსი და მხატვრული ესე.

 

საკონკურსო ნაშრომი უნდა შესრულდეს ელექტრონულად (Word-ის დოკუმენტში, შრიფტი Sylfaen, ზომა 12). დოკუმენტს მიუთითეთ სახელი და გვარი.

 

განხორციელების ეტაპები:

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 25 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე humanities@sou.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ humanities@sou.edu.ge ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია (სსუ-ს მე-2 კორპუსი, სართული 7, ოთახი 717).


გამარჯვებულები
გამოვლინდებიან 2023 წლის 27 იანვარს.

 

გაითვალისწინეთ:

ყურადღებით გაეცანით კონკურსის პირობას. ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ნათლად და დასაბუთებულად, მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკურად გამართული, ტექსტი აბზაცებით დანაწევრებული. შეარჩიეთ შესაბამისი სტილი, დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები. საკონკურსო ნაშრომი არ გასწორდება, თუ თქვენი მსჯელობა შემოიფარგლება ოთხი-ხუთი წინადადებით. პროზაული ნაშრომი, რომლის მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას მხატვრული თვალსაზრისით არ შეფასდება. აუცილებელია ჟანრული მოთხოვნების მინიმალური დაცვა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო გალერეა