სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, მარიამ
ბრეგვაძემ და ლიკა ჩიმჩიურმა, UNESCO-ს პროგრამის ფარგლებში პოლონეთის ეროვნული კომისიის
სტიპენდია მოიპოვეს.
პროგრამა ხორციელდება პოლონეთის სახელმწიფო ორგანოს მხარდაჭერით,
რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივებსა და სამეცნიერო თანამშრომლობას
უწევს კოორდინაციას.
კურსდამთავრებულები მიწვეულნი არიან ვარშავის მარია გჟეგოჟევსკას
სახელობის უნივერსიტეტში. (The Maria Grzegorzewska University). პროგრამის ფარგლებში,
მარიამ ბრეგვაძე და ლიკა ჩიმჩიური მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლაში - პროფესორ
ანა ოდროვაჟ-კოუტსის ხელმძღვანელობით და ისარგებლებენ სრული დაფინანსებით, რაც მოიცავს
უფასო სწავლებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.
ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან
წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ აკადემიურ საქმიანობაში კიდევ უფრო დიდ წინსვლას.
