სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „საჯარო მმართველობის თანამედროვე პარადიგმები“

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ლვოვის ივან ფრანკოს, „ჩერნიგოვის პოლიტექნიკა“-ს ნაციონალური უნივერსიტეტების, ასევე სხვა პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების ორგანიზებით, ლვოვის  საოლქო  ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2020 წლის 12 ნოემბერს ქ. ლვოვში (უკრაინა) ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „საჯარო მმართველობის თანამედროვე პარადიგმები“ (კონფერენცია ჩატარდა ონლაინ რეჟიმში). მასში მონაწილეობას იღებდა უკრაინის, საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის, ბელარუსის, ბულგარეთის 130  აკადემიური და სამეცნიერი წრის წარმომადგენელი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაზე  მიწვეული იყვნენ პროფესორები ლარისა თაკალანძე და დავით ჯალაღონია.

პროფესორმა ლ. თაკალანძემ ტრადიციული მისალმების შემდეგ, თავის მოხსენებაში ისაუბრა კონფერენციის თემის აქტუალობაზე არსებულ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა უდიდესი გამოწვევის (პანდემიის) წინაშე.  არსებულ პირობებში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობებზე, შეეხო ქვეყნებში არსებულ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, ურთიერთობების სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე, ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. დასასრულს მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყნებისათვის ევროინტეგრაცია – ეკონომიკის გაჯანსაღების და მოდერნიზაციის, ახალი ტექნოლოგიებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზაა.

პროფესორმა დ. ჯალაღონიამ, კონფერენციის პლენარულ სხდომაზე გააკეთებულ მოხსენებაში, ხაზი გაუსვა ახალი კორონავირუსით შექმნილ სირთულეებს და იმ გამოწვევებს, რომელსაც ადგილი აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, COVID-19 პანდემიის პირობებში. ისუბრა მექანიზმებზე, რომელებმაც ამ რთულ პერიოდში, უზრუნველყვეს სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის წარმატება  სოხუმის სახელმწიფო უნივერიტეტში. საქართველოში და უკრაინაში არსებული კონფლიქტების გააზრებით, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ზურაბ ხონელიძის მიერ შემუშავებული „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციის შესახებ. მისი სიღრმისეული გააზრების მიზნით, წარმოიშვა მოსაზრება, ჩვენი უნივერსიტეტის ორგანიზებით, მომავალში გაიმართოს დისკუსია ამ საკითხებზე.

ფოტო გალერეა