სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ედიშერ ფუტკარაძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა ედიშერ ფუტკარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთის საერთაშორისო სისხლის სამართლის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „International Criminal Law with a Focus on Environmental Protection“.

პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე კონფერენციაზე ორი მოხსენებით წარდგა:

The Necessity and Significance of Environmental Protection through the Application of Domestic and International Criminal Law;

Certain Substantive Criminal Law Issues of Ecological Crime.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები და სპეციალისტები იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან, ალბანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მოხსენებების სრული ტექსტები გამოქვეყნდა კონფერენციის მასალებში.


ფოტო გალერეა