სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ედიშერ ფუტკარაძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 14-17 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ედიშერ ფუტკარაძე სერბეთის საერთაშორისო სისხლის სამართლის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „International Criminal Law with a Focus on Environmental Protection“ - მონაწილეობდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან, ალბანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე კონფერენციაზე ორი მოხსენებით წარდგა. მისი მოხსენებების თემები იყო:

1) The Necessity and Significance of Environmental Protection through the Application of Domestic and International Criminal Law

2) Certain Substantive Criminal Law Issues of Ecological Crime

მოხსენებების სრული ტექსტები კონფერენციის მასალებში დაიბეჭდა.

კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებსა და მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო გალერეა