სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიკოსმა სტუდენტებმა მოსწავლეებთან ერთად კონფერენცია ჩაატარეს

2023 წლის 24 მაისს დისტანციურ რეჟიმში შედგა მოსწავლეთა და სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ახალციხის დამოუკიდებელი სკოლა - შპს „ხერხემის“ მოსწავლეებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით. ჩატარებული კონფერენცია სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების თემატიკა ძირითადად ასახავდა ქიმიის როლს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყურადღება გამახვილდა საკვების ქიმიურ შედგენილობაზე, წყლისა და ხსნარების მნიშვნელობაზე, თუ როგორ ამსხვრევს ქიმია მითებს კოკა-კოლაზე და სხვ. აქცენტი გაკეთდა სასმელი წყლის სისუფთავის ხარისხის, ნიადაგის შედგენილობის განსაზღვრის, ნიკოტინის ექსტრაქციის მეთოდებზე, გამოიკვეთა ქიმიისა და ეთნოლოგიის ინტეგრაციის შესაძლებლობა აპოხტის ხინკლისა და „ტენილი“ ყველის დამზადების ტექნოლოგიების განხილვისას.

მიღწეული შედეგების სკოლისა და უნივერსიტეტის გაერთიანებულ კონფერენციაზე გაზიარების ფორმატი ხელს უწყობს ქიმიისა და მისი გამოყენებითი ასპექტების მიმართ მოსწავლეებისა და სტუდენტების ინტერესის გაძლიერებას, მათი სამეცნიერო-კვლვითი უნარების განვითარებას, ეხმარება ახალგაზრდებს საუნივერსიტეტო და პროფესიული კარიერის დაგეგმვაში.

კონფერენციის ორგანიზატორები:

        •        ახალციხის დამოუკიდებელი სკოლა შპს „ხერხემის“ ქიმიის მასწავლებელი მზია ლობჟანიძე  
        •        სასკოლო კურიკულუმის განვითრების ქიმიის ექსპერტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა პროფესიული მომზადების 60 - კრედიტიანი პროგრამის ლექტორი, პედაგოგიკის დოქტორი ირინა გოგონაია
        •        სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ასოც. პროფ. მინედა ჭანტურია, ასოც. პროფ. ანტონინა მსხილაძე.

        პროგრამა

        პირველი სესია

        1.       .    მომხსენებელი: ცისია ლაზარაშვილი, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                 თემა: "რისგან შედგება ნიადაგი?" (კვლევა)

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჟანიძე

          2.       მომხსენებელი: თამარ კუტალოვი, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: "უჯრედული სუნთქვა - მნიშვნელოვანი ქიმიური რეაქცია"

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე

          3.       მომხსენებელი: ანა ოქრომელიძე, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: “ჩემი ექსპერიმენტები ქიმიაში”.

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პეადგოგი - მზია ლობჟანიძე;

          4.       მომხსენებელი: დათო მერაბიშვილი, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა:“აპოხტის დამზადების ტექნოლოგია სამცხე-ჯავახეთში“.

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე

          5.       მომხსენებელი: ალექსანდრე ინასარიძე, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: „ტენილი“ყველის დამზადების ტექნოლოგია სამხრეთ საქართველოში.

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე

          6.       მომხსენებელი: არონია კესო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის - ქიმიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი.

                  თემა: „ნიკოტინის ექსტრაქცია და თვისებები.

                  ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი - მინედა ჭანტურია


        1. მეორე სესია

          1.       მომხსენებელი: ზახრა კასუმოვა, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: „იზოტოპები და მათი გამოყენება“.

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე

          2.       მომხსენებელი: მარიამ ბალახაშვილი, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: “ჩემი ქალაქის სასმელი წყლის ანალიზი“ (კვლევა).

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე

          3.       მომხსენებელი: ლუკა წიქარიშვილი, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                 თემა: „მითები თუ რეალობა კოკა-კოლაზე“ ( კვლევა).

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე

          4.       მომხსენებელი: ანი ბუთურიშვილი, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: „ქიმია ჩვენს ყოველდღიურობაში“ (კომიქსი).

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე

          5.       მომხსენებელი: მარიამ ნასყიდაშვილი, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: “საკვების ქიმიური შედგენილობა“ (კვლევა).

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე.

          6.       მომხსენებელი: ანრი ღორჯომელაძე, შპს „ხერხემის“ X კლასის მოსწავლე.

                  თემა: „ხსნარები ჩვენს ცხოვრებაში“. (კვლევა).

                  ხელმძღვანელი: ქიმიის პედაგოგი - მზია ლობჯანიძე.

          7.       მომხსენებელი: ტყებუჩავა ვიკა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ბიოლოგიის მიმართულების IV კურსის სტუდენტი.

                  თემა: „კომპლექსწარმოქმნის რეაქციები ქიმიურ ანალიზში“.

                  ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი - მინედა ჭანტურია.

        ფოტო გალერეა