სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლატვიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას ეწვია

2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოში ლატვიის დამოუკიდებლობის დღისაღმი (18 ნოემბერი – ლატვიის ეროვნული დღე) მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოში ლატვიის დიასპორის წევრები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც წარმოადგენდნენ რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის სპეციალისტი, ამერიკანისტიკის დოქტორი ანა მოსაშვილი და სსუ რექტორის თანაშემწე, დოქტორანტი დათა ხუფენია.


რექტორი მიესალმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება, ქალბატონ ინგრიდა ლევრენცეს, მიულოცა მას და ლატვიელებს ლატვიის ეროვნული დღე. მან ქალბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის. ზ. ხონელიძემ ხაზი გაუსვა ლატვია-საქართველოს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას, აღნიშნა, რომ ლატვიელები მუდმივად მხარს უჭერენ ქართველთა ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდამ გრძნობს მისი პარტნიორის – ლატვიის საელჩოს – თანადგომას, – აღნიშნა ბატონმა ზ. ხონელიძემ.


ფოტო გალერეა