სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა


2022 წლის 24 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და  მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ. მან აღნიშნა, რომ მეცნიერება განათლების მწვერვალია, რაც ნებისმიერი ქვეყნის აღმშენებლობაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უნდა იყოს; არ არსებობს დღეს ქვეყანა პრობლემების გარეშე, მაგრამ საჭიროა ფილოსოფიური ცვლილებები, ღრმა სტრატეგიული აზროვნება გამყარებული ინტელექტუალური არგუმენტებით და საერთო ევროპული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ყოველივე ეს კი შერწყმული უნდა იყოს თავისუფლებასთან, სამართლიანობასთან, სიყვარულთან. ყველა სირთულეში უნდა დავინახოთ შესაძლებლობები. 

ბატონმა ზურაბმა მადლიერება გამოხატა კონფერენციაზე მიწვევისთვის და სამომავლო უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების  სურვილი გამოთქვა.

ფოტო გალერეა