სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სამუშაო ვიზიტით ფინეთში იმყოფება

2024 . 16 აპრილიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ასოცირებულ პროფესორ ლია ახალაძესა და ასისტენტ ლევან კვარაცხელიასთან ერთად, იმყოფება ფინეთის რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობს Erasmus+- მიერ მხარდაჭერილი პროექტის „PeaceEDU“- სამუშაო შეხვედრაში.

რექტორმა გამართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკრაინისა და მოლდოვის უმაღლესი სასწავლებლების დელეგაციებთან, სადაც გააცნო სსუ-ის ისტორია, აქ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები. მოლდოველი და უკრაინელი მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვიასაუნივერსიტეტო დიპლომატიისიდეამ. მათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შესთავაზეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების მომზადება.

პროფესორმა . ხონელიძემ მათ სახსოვრად მისი მონოგრაფიამშვიდობის ქართული პარადიგმაგადასცა.

ფოტო გალერეა