სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა 27 სექტემბერს   „ქართულ-აფხაზურ  საგას“ ორგანიზაციასთან ერთად სოხუმის დამცველ მეომრებს პატივი მიაგო

     2023 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ და უნივერსიტეტის პროფესორებმა, რომლებიც ბათუმში ევროკავშირის პროექტის DITEC-ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობნენ, ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზურ საგასთან“ და  ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუ­ბ­თან ერთად სოხუმის დამცველ მეომრებს პატივი მიაგეს.

    შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ქართულ-აფხაზური  საგას“ და  ქალთა საერთა­შო­რი­სო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუ­ბ­ის დამფუძნებელმა, ცნობილმა სა­ზო­გა­დო მოღვაწემ ქალბატონმა ნათელა დუმბაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექ­ტო­რ­მა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ვანო პაპუნიძემ, ცნობილმა აფხაზმა  მწერალმა, პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ ანზორ კუდბამ და სხვებმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვეს საქართველოს ერთიანობის გეოპოლიტიკურ და ისტორიულ მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში.  ღონისძიების მონაწილეებმა  დაღუპულ მეომართა პატივსაცემად სიმბოლურად  ზღვაში გვი­რ­გ­ვი­ნები ჩაუშვეს.     

ფოტო გალერეა