2021 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლის გამარჯვების
900 წლისთავი აღინიშნა. საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა
დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსი „ძლევაი საკვირველი“ მიუძღვნა, რომელშიც არაერთი
ცნობილი თუ დამწყები ლიტერატორი მონაწილეობდა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი ზურაბ ხონელიძე იმთავითვე აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში და ქართველ მწერლებს
მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია კონკურსის ღირსეულად წარმართვაში, რისთვისაც მას საქართველოს
მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ, ცნობილმა ქართველმა პოეტმა, ქალბატონმა
მაყვალა გონაშვილმა 2021 წლის 4 ოქტომბერს „ქართული მწერლობის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი
საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“ მადლიერების სიგელი და ახალი პოეტური კრებული
„დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს“ გადასცა.