სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი ზურაბ ხონელიძე და აკადემიური საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი გელა ცაავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი ზურაბ ხონელიძე და აკადემიური საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი გელა ცაავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ სანიაში (კუნძული ჰაინანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), სადაც მონაწილეობა მიიღეს აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალური ასამბლეისა და აზიის პირველი მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმში  (ფორუმის თემა: ,,სარტყელი და გზა: საერთო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მომავლის ფორმირება“).

საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდნენ  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, მეცნიერებათა აკადემიების წარმომადგენლები და ცნობილი მეცნიერები. ფორუმზე განიხილეს სახელმწიფოთა შორის საგანმანათლებლო/სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განხორციელების პერსპექტივები და შესაძლებლობები.

პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას წარადგინა მოხსენება თემაზე ,,სამხრეთ კავკასიური ახალი სამშვიდობო პარადიგმა’’. საუბარი წარიმართა ,,საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმისა და დიპლო­მატიის ახალი სახეობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ქმნის სამმხრივი (საქართველოს, აზერ­­ბაიჯანსა და სომხეთს შორის) მშვი­დო­ბიანი სამეცნიერო დიალოგის ახალ პლატ­ფორმას.

აღსანიშნავია, რომ კონცეფციაზე ამ თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია უცხოელ კოლეგებში. ზემოაღნიშნული იდეის რეალიზაციით განსაკუთრებით დაინტერესდა ნობელის პრემიის ლაურეატი, გაერო-ს ელჩი და გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი (კლიმატის ცვლილების საკითხებში), პროფესორი რაე კონ ჩანგი, რომელმაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იდეის მნიშვნელობასა და მის წარმატებით განხორციელებაზე.

აქვე დავძენთ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ იქნა საჯარო განხილვებისა და კონფერენციების ჩატარების ინტერესი, რაც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს აღნიშნული იდეა-პროექტის გავრცელებას ფართო სამეცნიერო წრეებში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროფესორ ზურაბ ხონელიძესა და ასოცირებულ პროფესორ გელა ცაავას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ქვეყნის ინტერესების პოპულარიზებისათვის.

ზემოთ აღნიშნული სამუშაო ვიზიტი შედგა 2026 წლის 19-23 ოქტომბერს.

ფოტო გალერეა