სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-ბუნებისმეტყველთა ვორქშოპი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლო­გიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულებაზე 2022 წლის 16 დეკემბერს ჩატარდა „Work-shop 2022“, რომლის ორგანიზატორი იყო ქიმიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ლალი ტაბატაძე.


„Work-shop 2022“-ზე, „ქიმიის“ და „ბიოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა, „ქიმიური ექსპერტიზის“ მაგისტ­რან­ტებმა, ასევე სადოქტორო პროგ­რამის „ბიოორ­განული ქიმიის“ დოქტორანტებმა წარმოად­გინეს მოხსენე­ბები 2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უკვე გავლილ და შესრულებულ სხვა­დასხ­ვა თემებზე – თეორიული და ექსპერი­მენტული სამუშაოების შედეგებით; „ნიკოტინის ექსტრაქცია და თვისებები“, „ანტოციანინების ექსტრაქცია საფერავიდან“, „ესტერების გამოყენება ყოფაცხოვრებაში“, „ფლავონოიდების ექსტრაქცია მოცვიდან“, „რძის პროდუქტებში აფლატოქსინ M1-ის ტოქსიკურობის შესწავლა“.


მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა ჩაატარეს, ფერა­დი ქიმიური შოუ „სახალისო ცდები“.


დასასრულს, ღონისძიების მონაწი­ლეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ფოტო გალერეა