სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, სსუ-ში სასწავლო პროცესის დაწყება, ამ ეტაპზე, გადადებულია 2020 წლის 9 მარტამდე. აღნიშნულ ვადებში უნივერსიტეტში დაგეგმილია ვირუსული დაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით გათვალისწინებული საპრევენციო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.    

სასწავლო პროცესის განახლების ვადებთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

ფოტო გალერეა