სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მ/წ 1-4 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი პროგრამირებაში, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია, პროფესორ თემურ ზარქუას ხელმძღვანელობით.

ჩემპიონატის თანაორგანიზატორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და სტუდენტები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესებში.

გაწეული თანამშრომლობისთვის და თანადგომისთვის საქართველოს პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციამ სსუ-ის  სტუდენტებს და თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა. 

ფოტო გალერეა