სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  იუნისეფის, ესტონეთისა და  საქართველოს მთავრობების ერთობლივი პროგრამის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

    19-20 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იუნისეფის, ეს­ტო­ნეთისა და  საქართველოს მთავრობების  ერთობლივი პროგრამის ფარგლებში და­წ­ყე­ბი­თი გა­ნა­თლების მასწავლებელთა მომზადების  ახალი სამაგისტრო პროგრამების დანერგვის ხელ­შე­მწყობ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. 

   შეხვედრას მოდერაციას უწევდა გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­ების ხელ­­ძღ­ვა­ნე­ი მაკო ყუფარაძე და  განათლების პროგრამების ექსპერტი ნათია ჯოხაძე.

    სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  პროფ. ზურაბ ხონელიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი უნივერ­სი­ტეტი მხარს უჭერს ყველა ინიციატივასა და წამოწყებას, რაც  ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების დარგში, კონკრეტულად   მასწავლებელთა განათლების საბაკალავრო-სამა­გი­ს­ტ­რო პროგრამების წარმატებით განხორციელების პროცესს.  „-სსუ-ის განათლების ფაკულტეტი  აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში  საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, რის საფუძველზეც მრავალ ფართომასშტაბიან  ღონისძიებას ახორციელებს საგანმანათლებლო სისტემაში  წარმატების მისაღწევად.“ - აღნიშნა რექტორმა. დასასრულს მან მადლობა გადაუხადა იუნისეფის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

  

    იუნისეფის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­ების ხელ­­ძღ­ვა­ნე­მა მაკო ყუფარაძემ ისაუბრა სამუშაო შეხვედრის მიზნებსა და ამოცანებზე, სემინარის მთავარ გამოწვევაზე - დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის განათლების საბაკალავრო-სამა­გი­სტრო პროგრამის განხო­რ­ცი­ე­ლე­ბის  ეფექტური გზებისა  და საშუალებების მოძიების აუცილებლობაზე. იუნისეფის, ეს­ტო­ნეთისა და  საქართველოს მთავრობების ერ­თო­ბლივი პროგრამიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა - სემინარი ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარ­მო­ა­დგენს - აღნიშნა მაკო ყუფარაძემ.

 

    სემინარზე თანამედროვე საგანმანათლებლო ინოვაციებით წარსდგნენ ესტონეთის ფონდის „INNOVE“ ექსპერტები: ენე სილვია სარვი, ვერონიკა როგალევიცი  და ქართველი ექსპერტები: ალექსანდრე ასათიანი, ია აფთარაშვილი, თამარ ისაკაძე და ნიკოლოზ სილაგაძე.

    სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბი­ლი­სის სახე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სა­ხე­ლ­მწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის, ა. წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შ. რუს­თა­ვე­ლის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, შ. მესხიას სახ. ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივე­რ­სი­ტეტის წარმომადგენლები. 

ფოტო გალერეა