2026 წლის 13 მაისს
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგანმანათლებლო თანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა
თბილისის 128-ე საჯარო სკოლის VI, IX და X კლასების მოსწავლეებს. ისინი საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტს სასწავლო-შემეცნებითი
ვიზიტით ესტუმრნენ ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად.
ვიზიტის მიზანი იყო
მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაღრმავება, თანამედროვე
სამეცნიერო სივრცის გაცნობა და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით კვლევითი უნარების
განვითარების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ასოცირებული პროფესორის ილია გოროზიას
მინი ლექციას თემაზე: „გენმოდიფიცირებული პროდუქტების მნიშვნელობა და მათი როლი თანამედროვე
მეცნიერებაში“. ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც
მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და აქტიური ჩართულობა განაპირობა.
შეხვედრის შემდეგ
მოსწავლეები მონაწილეობდნენ ბიოლოგიისა და ქიმიის მიმართულებით ორგანიზებულ პრაქტიკულ
და შემეცნებით აქტივობებში. მათ დაათვალიერეს სასწავლო ლაბორატორიები, დაესწრნენ ექსპერიმენტებსა
და სადემონსტრაციო ცდებს, ასევე თავადაც ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკული დავალების
შესრულებაში.
ვიზიტმა მოსწავლეებზე
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მრავალფეროვანმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მათი
ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და მეცნიერებისადმი ინტერესის
კიდევ უფრო გაძლიერებას. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ახლოდან გაცნობოდნენ თანამედროვე
კვლევით გარემოს და უკეთ გაეაზრებინათ მეცნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში.
