2025 წლის 2 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინფორმატიკის ოლიმპიადას, რომელმაც ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში გააერთიანა როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე თბილისის 85-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ოლიმპიადის მიზანს წარმოადგენდა ისეთი ინტელექტუალური გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებოდათ პრაქტიკულად ეცადათ საკუთარი ანალიტიკური, ლოგიკური და ტექნოლოგიური უნარები.
მონაწილეებმა
განახორციელეს სხვადასხვა ტიპის ამოცანების
(მათემატიკური, ლოგიკური და ტექნოლოგიური) გადაწყვეტა. მათ საშუალება ჰქონდათ გამოეჩინათ არა მხოლოდ თეორიული
ცოდნა, არამედ სწრაფი აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის კულტურა და პრობლემების გადაჭრის
მრავალმხრივი სტრატეგიები. ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა მონაწილეთა ინტელექტუალური
პოტენციალი და ახალგაზრდებში IT სფეროსადმი მზარდი ინტერესი.
ოლიმპიადის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო შედეგების
მქონე მონაწილეები:
საბა ციმინტია (III კურსი) და დავით მეშველიანი (II
კურსი) - I ადგილი; გია ჯალაღონია და დათო ჯღამაია (ორივე - III კურსი) - II ადგილი;
თორნიკე ალუღიშვილი (სკოლის მოსწავლე) - III ადგილი.
გამარჯვებულებს საზეიმო გარემოში გადაეცათ პრიზები,
მათ შორის: ყურსასმენები, მაუსი, კლავიატურა, მაუსის პადი, ვებ-კამერა, USB მეხსიერების
ბარათი (64GB) და კომპიუტერის მოვლის აქსესუარების ნაკრები. აღნიშნული პრიზები მიზნად
ისახავდა მონაწილეთა მოტივაციის გაზრდასა და მათში IT სფეროსადმი
ინტერესის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ოლიმპიადის
წარმატებული ჩატარება შესაძლებელი გახდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის,
პროფესორ თეა ჯუღელის, ინფორმატიკის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გულუას,
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის
დეკანის ნესტან კეკელიას, ასევე IT განყოფილების წარმომადგენლის ნუზგარ მეშველიანის
მხარდაჭერით. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ღონისძიების მთავარ ორგანიზატორებს, კომპიუტერული ინოვაციებისა და ელექტრონული სერვისების
მართვის ცენტრის თანამშრომლებს - დოქტორანტ
ნინო კეღოშვილსა და ინფორმატიკის მიმართულების ასისტენტს ბექა ტოკლიკიშვილს, რომლებმაც
უზრუნველყვეს ოლიმპიადის მაღალპროფესიულად ჩატარება.
ღონისძიებამ ნაყოფიერად გააერთიანა ცოდნა, ინტერესი, მოტივაცია და მეგობრული კონკურენცია, ხოლო მონაწილეთა მიერ მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ მომავალ აკადემიურ და პროფესიულ პროგრესზე.
