სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტთა კონფერენცია „ჟამთააღმწერელი“ მეთერთმეტედ გამართა

2015 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად მასპინ­ძ­ლობს სტუდენტთა ეროვნულ სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას - „ჟამთაა­ღ­მ­წე­რელი“. კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალა­ვ­რი­ა­ტისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები მონაწი­ლეო­ბენ და განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგობრივ სექციებში, კერ­ძოდ,  ისტორიის, ეთნოლოგიისა და კულტურის ისტორიის, ფილო­ლო­გიის, პედა­გო­გიკის, დარგის სწავლების მეთოდიკის, განათლების ფსიქოლოგიის, განათლების სოციო­ლო­გიის, განათლების პოლიტიკის და ა.შ. მი­მა­რ­თუ­ლებით კვლევებს წარადგენენ.


„ჟამთააღ­მწე­რლის“, რიგით მეთერთმეტე კონფერენცია 2026 წლის 19 ივნისს გაი­მა­რთა და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერ­თად სამეცნიერო დი­სკუსიაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლისის სახელ­მწი­ფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერს­ი­ტე­ტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს თეა­ტ­რი­სა და კინოს სახე­ლ­მ­წიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენცია გახსნა და სტუდენტებსა და მაგისტრანტებს წარმატებული სამეც­ნი­ერო მუშაობა უსურვა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. თეა ჯუ­ღელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სტუდენტური კონფერენციების მნიშვ­ნე­ლობას სამეცნიერო-კვლევითი უნარების ფორმირებისა და მომავალ მეცნიერთა მო­ტი­ვაციის განვითარების საქმეში.  დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ლია ახალაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის უფროსი, პროფესორი დავით ჯალაღონია, უნივერ­სი­ტეტის რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  თამარ შინჯიაშვილი, ისტორიის მიმართულების მუდმივი პროფესორი ზურაბ პაპასქირი, განათლების მიმართულების ასოცირებული პროფესორი იზო ბუხულეიშვილი, სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

კონფერენციის ექვს დარგობრივ სექციაზე  მოხსენება 70-ზე მეტმა სტუდენტმა და მაგისტ­რა­ნ­ტმა წაიკითხა, რომელთა დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

 

 

 

ფოტო გალერეა